logo
ENG



გახარია: არავინ მოგატყუოთ, ეს არაა მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს განახლების არჩევნებია

02 ოქტ 202110:11
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარიამ ხმა მისცა, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ კი მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე მისვლისკენ მოუწოდა. 

"დღეს ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის. ეს ორი ძალა, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს, წლებია, წარსულში გვექაჩება. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეული მოქალაქე გონიერ და გულით არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის. 

მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ მივიდეს არჩევნებზე. იმიტომ, რომ არავინ მოგატყუოთ, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს არის განახლების არჩევნები.

ჩვენ ყველამ ვიხილეთ, განსაკუთრებით ბოლო 1 თვის განმავლობაში, რას ნიშნავს და სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნილმა მმართველობამ". - თქვა გახარიამ. 

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. 

ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს. 

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 


close დახურვა